logo
თავისუფალი პედაგოგიკის სკოლა
მთავარი გვერდისკოლაბაღიპროფესიული განათლებასაკონსულტაციო ცენტრი სიახლეები კონტაქტი
ქართული

სკოლა
მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის
სამკურნალო-პედაგოგიური სკოლა

ფიზიკური და ინტელექტუალურ განვითარების პრობლემების მქონე ბავშვებისთვის. დაფუძნებულია 1994 წელს.
აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზია.
სერვისის მიმწოდებელი: თავისუფალი პედაგოგიკის  ცენტრი

მისია:
ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების პრობლემების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების განათლების, აღზრდისა და განვითარებისთვისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

აღნიშნული კატეგორიის ბავშვებთან კორექციული მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა.
განვითარების პრობლემების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა მათთვის უნარების განვითარებისა და ჩვევების ჩამოყალიბებისთვის საზოგადოებაში მათი წარმატებით ინტეგრაციის მიზნით.

მიზანი:
განვითარების პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მიეცეთ სკოლის პროგრამის შესაბამისი და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე განათლება.

თერაპიული მხარდაჭერისა და კორექციული მუშაობის ჩატარებით თითოეული ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება.  ბავშვებისათვის შრომითი და პროფესიული უნარების სწავლება და საზოგადოებაში მათი წარმატებული ინტეგრაციისთვის აუცილებელი ჩვევების მაქსიმალური განვითარება.

შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური განვითარების პრობლემების მქონე ახალგაზრდების მაქსიმალური მომზადება სრული ან ნაწილობრივი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. 

ხელოვნების გამოყენებით მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება და  კულტურასთან ზიარება.


სერვისი
სამკურნალო-პედაგოგიური სკოლა გთავაზობთ შემდეგ სერვისს:
_ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაში პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლება (სამკურნალო-პედაგოგიური პროგრამა აგებულია ვალდორფული პედაგოგიკის საბაზო პროგრამაზე და პრინციპებზე);
_ ინდივიდუალური მუშაობა (სკოლასა და სახლში);
_ ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური დიაგნოსტირება;
_ თერაპია, მასაჟი, სამკურნალო ევრითმია, არტთერაპია, ლოგოთერაპია, სენსოთერაპია, ფსიქოლოგი;
_ ექიმი;
_ ხელგარჯილობა პირველივე კლასიდან, შრომითი სწავლება მეექვსე კლასიდან;
_ პროფესიის ელემენტების შესწავლა (სამკერვალო საქმე, ქსოვა, ქარგვა, თექა, ხის დამამუშავებელი) მე-11-12 კლასები;
_სასკოლო თეატრი;
_ გუნდი;
_ კვება;
_ გახანგრძლივებული ჯგუფი.

მულტიდისციპლინარული ჯგუფი: ექიმი, სამკურნალო პედაგოგი, ლოგოთერაპევტი, არტთერაპევტი, ფსიქოლოგი, სამკურნალო ევრითმისტი, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტი.

სკოლის მუშაობის რეჟიმი
სკოლის მუშაობა იწყება დილის 9.30 წუთზე და გრძელდება 17:00 საათამდე

სკოლის დღესასწაულები
ყოველ ორშაბათს იმართება ევრითმიის გამოსვლა;
თვის ბოლო პარასკევს - კლასიკური მუსიკის კონცერტი, სკოლის გუნდი ან სპექტაკლი;
მთავარანგელოზ მიქაელის დღესასწაული, ფარნების დღესასწაული, გიორგობა, ნიკოლოზობა, საახალწლო ნაძვისხე და საშობაო სპექტაკლი, გაზაფხულის დღესასწაული.

ფოტოგალერეა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სტატისტიკა
Copyright © 2010 თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი, ყველა უფლება დაცულია შექმნილია Geoelita.ge - ის მიერ