თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრთან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღის ორი ჯგუფი:

სამკურნალო-პედაგოგიური საბავშვო ბაღის ჯგუფი და ვალდორფის საბავშვო ბაღის ჯგუფი. ორივე ჯგუფს აქვს საკუთარი ოთახი და ცალკე შესასვლელი. ორი ჯგუფის არსებობა ემსახურება პირდაპირ და უკუ-ინკლუზიას.

მეტის წაკითხვა

სამკურნალო–პედაგოგიური საბავშვო ბაღი „მზე შინა“

სამკურნალო–პედაგოგიურ საბავშვო ბაღში მიიღებიან ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებაში პრობლემების მქონე  ბავშვები 3–დან 7 წლამდე.

ყოველდღიური ჯგუფური  მუშაობა, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ბავშვთან, დღის სწორი, რიტმული განაწილება ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელი ძალების, შესაძლებლობების და უნარების  განვითარებას.

მეცადინეობები ტარდება შემდეგი მიმართულებებით:

  • სოციალური კომუნიკაციური უნარების განვითარება
  • შემეცნებითი უნარების
  • მეტყველების
  • ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარება
  • სენსორული განვითარება
  • თვითმომსახურების ჩვევების გამომუშავება
  • სკოლისთვის მომზადება.

პროგრამა მოიცავს  აგრეთვე:

  • ხატვას, ფერწერას, ძერწვა, აპლიკაციას
  • ევრითმიას
  • ხელგარჯილობას
  • მუსიკალურ-რიტმულ მეცადინეობებს
  • თეატრალიზებულ ზღაპარს (თოჯინების თეატრი)
  • ცხობას

მუშაობის საათები: 10.00 – 17.00, ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით.

პროგრამა გულისხმობს მშობლის და პედაგოგის აქტიურ თანამშრომლობას.

თქვენი პატარების განვითარებაზე იზრუნებენ კვალიფიციური თბილი და მოსიყვარულე აღმზრდელები.