თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის დღის ცენტრი ახორციელებს მუშაობას სამ ასაკობრივ ჯგუფთან:
- უმცროსი ჯგუფი – 6-13 წლამდე
- საშუალო ჯგუფი – 13-18 წლამდე
- უფროსი ჯგუფი – 18 წლიდან ზევით
ჩვენ ვმუშაობთ:
- სოციალური უნარების
- ნატიფი და მსხვილი მოტორიკის
- კომუნიკაციის განვითარებაზე
- ესთეტიკურ აღზრდაზე
- ვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
- სამკერვალო, საამკინძაო სახელოსნოებში, საცხობში და მოზაიკურ მასალაზე მუშაობით ვასწავლით პროფესიის ელემენტებს.
ცენტრში ხორციელდება თერაპიული მხარდაჭერა:
- მასაჟი
- სენსომოტორული თერაპია
- სამკურნალო ევრითმია
- არტთერაპია
მუშაობს ფსიქოლოგი და ლოგოპედი, ტარდება შემეცნებითი ექსკურსიები.
კვება - ორჯერადი .
მუშაობის რეჟიმი:
- უმცროსი და საშუალო ჯგუფები – 12.00–17.00.
- უფროსი ჯგუფი – 10.00–16.00.