ცენთრის განვითარების აპები

1991 წ. -  მუშაობას იწყებს დამატებითი პედაგოგიური განათლების სასწავლო ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო კურსებმა ვალდორფის პედაგოგიკის საფუძველზე. კურსები ფუნქციონირებდა 1996 წლამდე;

 

მეტის წაკითხვა

1992 წ. - მუშაობას იწყებს საკვირაო სამხატვრო სკოლა. სწავლება მიმდინარეობდა ვალდორფის პედაგოგიკის მეთოდების გამოყენებით. ფუნქციონირებდა 1994 წლამდე;

1994 წ. - დაფუძნდა და დაიწყო მუშაობა მთავარანგელოზ მიქაელის სამკურნალო-პედაგოგიურმა სკოლამ;

1998 წ. - დაფუძნდა და მუშაობა დაიწყო ორწლიანმა კურსებმა სამკურნალო პედაგოგების მოსამზადებლად. (სამკურნალო-პედაგოგიური სემინარი);

2000 წ. - მუშაობა დაიწყო სამკურნალო პედაგოგიური საბავშვო ბაღმა ”მზე შინა”;

2004 წ. - გაიხსნა ინტელექტუალური პრობლემების მქონე ახალგაზრდებისათვის პროფესიული მომზადების ცენტრი, გაიხსნა სახელოსნოები - ხის დამამუშავებელი, ქსოვა-ქარგვის, გობელენის;

2006 წ.-  ფუნქციონირობა დაიწყო ფსიქოლოგიური- პედაგოგიური საკონსულტაციო ცენტრი;

2007 წ. - გაიხსნა სამკერვალო სახელოსნო და ფუნქციონირება დაიწყო სამკურნალო-პედაგოგიური სკოლის უფროსი კლასელებისათვის პროფესიული მომზადების კლასმა;

2008 წ. - გაიხსნა ვალდორფის საბავშვო ბაღის ჯგუფი;

2009 წ. - თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრთან გაიხსნა დღის ცენტრი;

2012 წ. - გაიხსნა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი;

2013 წ. -  გაიხსნა ადრეული განვითარების ცენტრი და საამკინძველო სახელოსნო;

2014 წ. - გაიხსნა მოზაიკის სტუდია "რავენა";

2016 წ. - ცენტრთან დაიხსნა ბიბლიოთეკა და მედიათეკა, დამატებით ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკასთან არსებული კულტურული ცენტრი ბავშვების, მოზარდების, მშობლების, მასწავლებლებისა და სემინარის სტუდენტებისათვის;

2017 წ. - ჩამოყალიბდა თეატრალური სტუდია "Creative" აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის.