თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის სამკურნალო-პედაგოგიურ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა საათის, დღის, თვის და წლის სწორ რითმს. იმისათვის რომ ეს რეჟიმი დაცული იყოს, სკოლაში ტარდება წლიური დღესასწაულები.

მეტის წაკითხვა

სექტემბერში - მოსავლის დღესასწაული. ყოველი კლასი  (მოსწავლეები და მათი მშობლებიც)  აწყობენ „მოსავლის“ მაგიდას. შერჩეული კომისია აფასებს მას და ირჩევს ყველაზე ლამაზ მაგიდას. კლასები ჯილდოვდებიან დიპლომებით.

ოქტომბერი- მოსწავლეები წურავენ ყურძნის წვენს, მშობლები ამზადებენ  ბადაგს  ჩურჩხელების დასამზადებლად.

ნოემბერი - გიორგობის დღესასწაული, მოსწავლეები და მშობლები მონაწილეობენ სპექტაკლში, რომლის ძირითადი თემაა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება.  ბავშვები ამზადებენ ჩურჩხელას,  ამავდროულად ტარდება ბავშვების ნახატების გამოფენა.

დეკემბერი დღესასწაულებით სავსე თვეა. თავდაპირველად ტარდება „სპირალის“ დღესასწაული პატარებისათვის და 14 წლამდე მოზარდებისათვის. 19 დეკემბერს აღინიშნება ნიკოლოზობა. იკითხება „ოქროს წიგნი“, რომელშიც ჩაწერილია  წლის მანძილზე თითოეული მოსწავლის საქციელი, როგორც კარგი ასევე ცუდიც.

25 დეკემბერს სკოლის მოსწავლეები ტრადიციისამებრ „საშობაო სპექტაკლს“ დგავენ. 27 დეკემბერს სულ პატარებს ეპატიჟებიან მარიონეტების თეატრში. 30 დეკემბერს კი ეწყობა საახალწლო ნაძვის ხის დღესასწაული, სიმღერების და  მუსიკის თანხლებით, ასევე  საჩუქრებით თოვლის პაპასაგან და ფიფქიასაგან.  ტარდება საშობაო გამოფენა-გაყიდვა სკოლაში და მის გარეთ. ჩვენ ხშირად ვიღბთ მოწვევებს სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობისთვის.

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ბავშვები ზამთრის არდადეგებზე გადიან.

მარტში ბავშვები ამზადებენ საჩუქრებს დედებისათვის, ასევე ტარდება  ბავშვებისა და მათი მშობლების ნამუშევრების გამოფენა.

შემდეგ იწყება აღდგომისათვის მზადების პროცესი. ბავშვები რგავენ ჯეჯილს. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე სკოლაში დგამენ „საარდგომო ხეს“, რომელიც მორთულია ცარიელი, მოხატული კვერცხებით. ამ დროს სკოლაში იდგმევა სპექტაკლი „მძინარე მზეთუნახავი“, „მეჩონგურე“, „ვარსკვლავბიჭუნა“ და სხვ.

მაისის თვეში  ტარდება ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიური თამაშები, რომლებიც ჩვენი სკოლის ტრადიციად იქცნენ. ოლიმპიადისათვის ბავშვები, სპორტის გაკვეთილზე,  რამოდენიმე თვით ადრე იწყებენ მზადებას. გახსნაზე ბავშვთა გუნდი ბერძნულ სიმღერას მღერის. მეჩირაღდნე ანთებს ოლიმპიურ ცეცხლს. თამაშების გამარჯვებულებს აჯილდოვებენ დაფნის გვირგვინებითა და მედლებით.

წლის ბოლოს შემაჯამებელი კონცერტი და საგამოშვებო დღე ტარდება, მოსწავლეებს რომლებმაც სკოლა დაასრულეს, გადაეცემეთ სერთიფიკატები.

სასწავლო წლის მანძილზე ტარდება „სასწავლო“ ექსკურსიები. ეპოქის თემის შესაბამისად  კლასი გადის ექსკურსიაზე ეთნოგრაფიული მუზეუმში, მდინარეებზე, ტბებზე, მინერალებზე და სხვა. სასწავლო წლის ბოლო სრულდება სკოლის საერთო ექსკურსიით.