მთავარანგელოზ მიქაელის სამკურნალო–პედაგოგიური სკოლა გთავაზობთ მომსახურებას ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებაში პრობლემების მქონე ბავშვებისათვის.

მეტის წაკითხვა

10 წლიანი სამკურნალო პედაგოგიური სკოლა  ახორციელებს:

  • 9 წლიან ზოგადსაგანმანათლებლო კორექციულ სწავლებას;
  • 1 წლიან პროფესიული ელემენტების სწავლებას;

სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს თერაპიული მხარდაჭერა: მასაჟი, სამკურნალო ევრითმია, არტთერაპია, სენსომოტორული თერაპია, იპოთერაპია, ლოგოპედიური და ფსიქოლოგიური მუშაობა. ბავშვებთან მუშაობის დროს ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომა.

სწავლებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი:

ა) ხელოვნებას (ფერწერა, თეატრი, თოჯინების თეატრი, მუსიკა, გუნდი).

ბ)შრომით სწავლებას (ხელგარჯილობა, ქარგვა, თექა, ქსოვა, კერვა, მოზაიკა, ხეზე მუშაობა).

სკოლა დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებით. კლასებში ბავშვთა რაოდენობა განისაზღვრება  5–10 მოსწავლით.

ეწყობა რეგულარული თემატური ექსკურსიები.

კვება - ერთჯერადი.

სკოლას აქვს დიდი, დაცული ეზო და კეთილმოწყობილი საბავშვო მოედანი.

მეცადინეობების ხანგრძლივობა:

–დაბალ კლასებში – 9.30სთ-დან – 13.00სთ-მდე.

–მაღალ კლასებში – 9.30სთ-დან – 15.10სთ-მდე.