სამკურნალო-პედაგოგიური სკოლის მოსწავლეთა მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში. ჩვენთან ფუნქციონირებს მშობელთა გუნდი - „დედის გული“, რომელიც ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს.  გუნდი ხშირად იღებს მონაწილეობას სასკოლო და ცენტრის ღონისძიებებსა და დღესასწაულებში.

მეტის წაკითხვა

ყოველ წელს, მშობელთა გუნდი აგრეთვე დგავს 1-2 სპექტაკლს ბავშვებისთვის. მშობლები აქტიურად მონაწილეობენ სადღესასწაულო ღონისძიებების და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებაში.

სკოლის და დღის ცენტრის მშობლები აგრეთვე ჩართულები არიან ჩვენს სახელოსნოებში. ისინი მუშაობენ ქსოვის და თექის ჯგუფებში.

მშობლებისთვის რეგულარულად ტარდება ლექციები ფსიქოლოგიასა და სამკურნალო პედაგოგიკაში. მსურველებს აქვთ საშუალება ჩაეწერონ და ისწავლონ თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის სამკურნალო-პედაგოგიურ სასწავლო ფაკულტეტზე (სემინარი).  მშობლის ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში და სასწავლო კურსებზე მნიშვნელოვანია როგორც თვითონ მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვისაც. მშობლები იძენენ გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც შეუძლიად გამოიყენონ ბავშვთან მიმართებაში სკოლის გარეთ. სწორი აღზრდა, ჯანსაღი კვება, დღის რეჟიმი და სხვა აუცილებელი პირობების დაცვა ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ და სწორ განვითარებას და ნათლად გამოხატულ შედეგებს.