თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრთან ფუნქციონირებს მოზაიკის სტუდია "რავენა". სტუდიაში დადიან და მუშაობენ ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა დიაგნოზებით.

ბავშვები და მოზარდები ქმნიან ნახატებს-ნამუშევრებს მოზაიკის ფილებისა და სმალტისგან. 

მეტის წაკითხვა

დამატებით, შედარებით გამოცდილი მოსწავლეები ითვისებენ შერეული მოზაიკის ტექნიკას, რის შედეგადაც იქმნება ულამაზესი ნამუშევრები მოზაიკის ფილების, ბისერის და წვრილი ნიჟარების გამოყენებით.

ნამუშევრების მოტივებს წარმოადგენენ სცენები სხვადასხვა კულტურული ეპოქებიდან. მაგალითისთვის გამოიყენება რეპროდუქციები, ფრესკები, კედლის მხატვრობა, ძველი ბერძნული მხატვრობა და ეგვიპტური მოზაიკა, რომული და ბიზანტიური მოზაიკა, ასევე შუა საუკუნეების ეკლესიური მოზაიკა და იმპრესიონისტების მოტივები და ნახატები.